პროექტის ავტორი

„სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი“ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს და მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსის ფარგლებში. იგი დაფუძნდა 2012 წლის 27 დეკემბერს ახალგაზრდული გუნდის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია სახელმწიფო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორში მიღებული გამოცდილების მქონე თანამშრომლებით. მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და მაღალი მოტივაცია წარმოადგენს სამუშაოს მაღალკვალიფიციურად, პირნათლად და წარმატებულად შესრულების გარანტს.

მისია

„სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის” მისიას წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის გზით სახელმწიფოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა, ადამიანის უფლებების დაცვა და ამ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა.

საქმიანობა

„სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის“ მიერ განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად ორგანიზაციის საქმიანობის კონკრეტული სფეროები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებზე მუშაობას:

●   საარჩევნო პროცესების მონიტორინგი

●   სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება

●   სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმა და გაძლიერება

●   საქველმოქმედო საქმიანობის მხარდაჭერა და გაძლიერება

აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა და მიღწეული შედეგები ხელს შეუწყობს სახელმწიფოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას, ადამიანის უფლებების დაცვას და ამ პროცესებში  სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას.