პროექტი „მოქალაქის გზამკვლევი“ ხორციელდება „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის“ მიერ და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ადვოკატირების, არჩევნების, არასამთავრობო და საჯარო სექტორის კუთხით.

მოქალაქეებს ვებ-გვერდის www.how.ioce.ge გამოყენებით მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია სასარგებლო და აქტუალურ საკითხებზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს ერთის მხრივ, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას და მეორეს მხრივ, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის, პროექტების და მიღწეული შედეგების პოპულარიზაციას.

პროექტის ფარგლებში 2014 წლის განმავლობაში მოხდება ვებ-გვერდზე ინფორმაციის პერიოდული დამატება და განახლება.

პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის იანვარი – თებერვალი