თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის მაცხოვრებლებს ქალაქის მაშტაბით არსებულ ქუჩებთან დაკავშირებით პრობლემების და დაზიანებების განთავსება (მათი მოგვარების და აღმოფხვრის მიზნით) შეუძლიათ პროექტის „ჩემი ქუჩა საქართველოს“ ვებ-გვერდზე.

ვებგვერდზე შეგიძლიათ განათავსოთ თქვენ ქუჩაზე არსებული პრობლემები და დაზიანებები, რომლებსაც შემდეგ თქვენი ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახური მოაგვარებს. ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ იმსჯელოთ უკვე განთავსებულ პრობლემებზე და თვალყური მიადევნოთ, გადაიჭრა თუ არა ისინი.

ვებგვერდზე შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინებები შემდეგი სახის დაზიანებების შესახებ: ჩამსხვრეული ლამპიონები, თავახდილი ჭები, ორმოები, მჟონავი წყალსადენი მილები, მიტოვებული მანქანები, ვანდალიზმის ფაქტები, დაგროვილი ნაგავი, უკანონო ნაგავსაყრელები, ავარიული ხეები და მსგავსი. გთხოვთ, ვებგვერდს ნუ გამოიყენებთ უბედური შემთხვევების, საგზაო წესების დარღვევის, ხმაურისა და დაბინძურებული ჰაერის, ცხოველთა მიმართ უდიერი მოპყრობისა და სხვა კრიმინალური ქცევების შესახებ შეტყობინებების დასატოვებლად. ასეთი შემთხვევები პირდაპირ პოლიციას ან სხვა პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურ შეატყობინეთ.

ჩემი ქუჩა – საქართველო