არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალი წარმოადგენს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ერთობლივ ინიციატივას.
არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალის მიზანია საქართველოში მიმდინარე არჩევნების შესახებ დაინტერესებული მხარეებისათვის მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება; ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების აღრიცხვა და ინციდენტების რუკაზე მათი წარმოდგენა.
არჩევნების პორტალი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ელექტრონულად განათავსონ ინფორმაცია სარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ. ამასთანავე, პორტალთან ერთად მოქმედებს უფასო SMS ნომერი 90039, რომელზეც ინფორმაციის გაგზავნა შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი მობილური ქსელიდან.
არჩევნების პორტალის ადმინისტრირებას ახდენს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.”