სსიპ იუსტიციის სახლი – ეს არის შენობა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი უმრავლესობა. მისი მიზანი იმ დოკუმენტების გაცემა და მომსახურებების განხორციელებაა, რომელზეც ექსკლუზიური უფლება მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია. შეუძლებელია, ისეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი დოკუმენტები, როგორებიცაა დაბადებისა და პირადობის მოწმობა, პასპორტი თუ ქორწინების მოწმობა, სახელმწიფოს გარდა სხვა რომელიმე მხარისაგან მივიღოთ.  შესაბამისად, სახელმწიფოს  აქვს ვალდებულება სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით მნიშვნელოვნად გაამარტივოს მოქალაქეების ურთიერთობა საჯარო სექტორთან.

იუსტიციის სახლი