„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ფარგლებში მოქმედებს სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიული დახმარების გაწევას მათთვის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს ფასიანი იურდიული მომსახურება. ცენტრის საქმიანობა რეგულირებულია სპეციალური დოკუმენტით – მანდატით, რომელიც განსაზღვრავს ცენტრის კომპეტენციის ფარგლებს, საქმის წარმოების მეთოდებსა და წესებს. მანდატის მიხედვით სამართლებრივი დახმარების ცენტრის კომპეტენციას განეკუთვნება სამართლებრივი საკითხები (პრობლემები), რომლებიც ეხება პირთა საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებს და სადაც დაპირისპირებულ მხარეებად წარმოდგენილნი არიან სახელმწიფო და კერძო პირი. ამასთანავე, სახეზე უნდა იყოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მხრიდან კანონის უხეში დარღვევა, რომელიც ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს და არღვევს ადამიანს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

სამართლებრივი დახმარების ცენტრი