სასარგებლო სერვისები

სსიპ იუსტიციის სახლი – ეს არის შენობა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი უმრავლესობა. მისი მიზანი იმ დოკუმენტების გაცემა და მომსახურებების განხორციელებაა, რომელზეც ექსკლუზიური უფლება მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია. შეუძლებელია, ისეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი დოკუმენტები, როგორებიცაა დაბადებისა და პირადობის მოწმობა, პასპორტი თუ ქორწინების მოწმობა, სახელმწიფოს გარდა სხვა რომელიმე მხარისაგან მივიღოთ.  შესაბამისად, სახელმწიფოს  აქვს ვალდებულება სწრაფი და […]

წაკითხვა

ელექტრონული კომუნიკაცია

სერვისი მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ასევე ამა თუ იმ საჯარო ორგანიზაციაში ელქტრონულად გააგზავნოს ნებისმიერი სახის წერილი, მოთხოვნა და/ან საჩივარი და ელექტრონულადვე მიიღოს პასუხი. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მოქალაქის პორტალიდან MY.GOV.GE. ელექტრონულად წარმოებულ კორესპონდენციაზე საჯარო ორგანიზაციიდან პასუხის მიღების შესახებ მოქალაქეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფოსტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებით. საჯარო ორგანიზაციის […]

წაკითხვა

კანონმდებლობა

დაინტერესებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობის მარტივი და სრულყოფილი გზით მოძიების მიზნით საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ახალი ფორმატით მომხმარებელს სთავაზობს ყველასათვის ხელმისაწვდომ, დაცულ, მუდმივად განახლებად ოფიციალურ ვებგვერდს - matsne.gov.ge, სადაც მომხმარებელს შეუძლია იხილოს საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტები და საჯარო განცხადებები.

წაკითხვა

კარიერა

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შექმნილი ვებ–გვერდის მეშვეობით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ონლაინ გააკეთოს განაცხადი საჯარო სამსახურში არსებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე და დასაქმდეს. ეს არის ერთადერთი გზა, მიიღო მონაწილეობა კონკურსში და დაიწყო შენი კარიერა საჯარო სამსახურში.

წაკითხვა